გიორგი ფხაკაძე: ,,ხალხო, დაანთეთ სანთლები… ის, რაც ხდება, მეცნიერულად ამოუხსნელია”

გიორგი ფხაკაძე: ,,ხალხო, დაანთეთ სანთლები... ის, რაც ხდება, მეცნიერულად ამოუხსნელია"გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩევლი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ის, რაც მთელ მსოფლიოში პანდემიის გარშემო ხდება, სასწაულია.  მისი თქმით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, ეს კი მეცნიერულად აუხსნელია.

-ვინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში არ ჯდება…, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

იქვე ამატებს, რომ ახალი ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და საქართველოშიც თუ შემოაღწია, ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს.