ანზორ მელია: ,,სანდრომ მითხრა, ანზორ, შენ იცი, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულა, ეს როგორ შეიძლებაო”

ანზორ მელია: ,,სანდრომ მითხრა, ანზორ, შენ იცი, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულა, ეს როგორ შეიძლებაო"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ შვილიშვილის, სანდროს ემოცებზე ,,მთავარში” ისაუბრა:

-გუშინ სანდრო იყი ჩემთან აგარაკზე. კოვიდის გადატანის მერე იქიდან დავდივარ, რადგან ჟანგბადის შემადგენლობა ძალიან მაღალია. სანდრო დამიჯდა და მეუბნება, ანზორ, შენ იცი, 6 დღეა ნიკა სახლში არ მოსულა, ეს როგორ შეიძლებაო. მე უთხარი, ნიკას უყვარს სამშობლო და დიდ საქმეებს აკეთებს, ამიტომ ასეა საჭირო-მეთქი. ახლა იქ არის და გამიჭირდება, როგორ უნდა ველაპარაკო, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.