,,თემურ წიკლაური ცოცხალია! ის უნდა გადარჩეს!” – მომღერლის მეგობრები

,,თემურ წიკლაური ცოცხალია! ის უნდა გადარჩეს!" - მომღერლის მეგობრებიმომღერალი თემურ წიკლაური ცოცხალია და ის გორის ჰოსპიტალში სიცოცხლისთვის იბძვის. ექიმები, ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავენ. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურადაა და გაუმჯობესების ნიშნებიც შეინიშნება.

ცოტა ხნის წინ შეცდომით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ბატონი თემური გარდაიცვალა, მომღერლების მეგობრები აღაშფოთა.

,,ვტიროდით მთელი ოჯახი და მთავრობიდან დამირეკეს, ცოცხალიაო” – წერს უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი.

,,გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, თუ შეგიძლიათ, თქვენც გაავრცელეთ ეს ინფორმაცია”, – წერს მარიამ მარიამიძე.

,,ჩემი მეგობრები მატყობინებენ,რომ ცოცხალია. თემური უნდა გადარჩეს”, – წერს ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე.