ქეთი დოლიძე: ,,ნინო ანანიაშვილი იყოს იქ, მერე რა, ძალიან კარგი”

ქეთი დოლიძე: ,,ნინო ანანიაშვილი იყოს იქ, მერე რა, ძალიან კარგი"რეჟისორი ქეთი დოლიძე ნინო ანანიაშვილის ნაბიჯზე„ რუსეთში წასულიყო და ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გამხდარიყო, ასე ეხმაურება:

-იყოს მერე რა, ძალიან კარგი. აქ ეტყობა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და წავიდა იქ. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი თავის არჩევანში და ღმერთმა კარგად ამყოფოს. თითქოს მეტი საქმე არ გვაქვს, რომ ანანიაშვილს გადავუაროთ და გადმოვუაროთ – ეს არ მიმაჩნია სწორად. არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით განკიცხვა. ის გააგრძელებს საქმეს იქ, სადაც სწორად მიაჩნია, – განაცხადა ქეთი დოლიძემ ინტერპრესნიუსთან.