ნიკა გვარამია თიკო ბერძენიშვილს: ,,გოგო, ამას როგორ კადრულობ, არ გრცხვენია?! ნული ხარ!”

ნიკა გვარამია თიკო ბერძენიშვილს: ,,გოგო, ამას როგორ კადრულობ, არ გრცხვენია?! ნული ხარ!"საზოგადოებრივი მაწუყებლის ხელმძღვანელი, თინათინ ბერძენიშვილი გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომ დედამისის, ქართული ტელევიზიის ვარსკვლავის, ჯულიეტა ვაშაყმაძის საფლავზე იმ ტელევიზიის სახელით, სადაც 50 წელი გაატარა, გვირგვინი არ მიუტანიათ.

ნიკა გვარამიამ თინათინ ბერძენიშვილის სიტყვები წაიკითხა, რომ უამრავი თანამშრომელი, ყოფილი და ახლანდელი იყო მისული ყვავილით თუ მის გარეშე. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გაუხსნეს და მემორიალი ფოიეში, რომელსაც გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა.

-თიკო, რატომ იქეცი ვასიკო მაღლაფერიძედ და რატომ იკადრე ეს ტექსტი, რატომ იკადრე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არ გაგიგზავნია ერთი გვირგვინი?! შენ რა შუაში ხარ, რომ მისი ყიფილი თანამშრომლები და მისი მეგობრები მივიდნენ? ,,პირველი არხი” სად იყო, იმას გეკითხებით!

ჯულიეტა ვაშაყმაძე არ უნდა დასვენებულიყო ტელევიზიის ფოიეში? ჩემი ინიციატივით ,,რუსთავი 2″-ის ფოიეში დავასვენეთ ეროსი კოწმარიშვილი, რომელთანაც სკანდალურად ვიყავი დაშორებული, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილი იყო. მან, უნიჭიერესმა ეროსი კიწმარიშვილმა მოიგონა ეს ბრენდი. ეს რომ არ გამეკეთებინა, არაკაცი ვიქნებოდი. ოჯახს ხარჯი კაპიკი არ გავაღებინე…

გვირგვინი როგორ არ გაუგზავნე, ეს ტექსტი როგორ იკადრე, გოგო! როგორ გადაიქეცი დამპალ ვასიკო მაღლაფერიძედ, რატომ ჩაჯექი ყველას წილში, ნაბიჭვარ მაღალ შოუების გამკეთებლებთან, რომლებიც 3 მილიონს ხარჯავთ 3 პროცენტში. ხომ იცი, რომ შემოწმდება?!… 3 მილიონს რომ აღმოაჩენენ 3 პროცენტში. არ იცი, სად აღმოჩნდები?! ციხეა შენი ბოლო ადგილი მაღლაფერიძესთან და იმ ორ თხასთან ერთად, რომლებიც ამას გახარჯინებთ?

როგორ გითხრა, გოგო, შე ნაძირალაო, რომელმაც ყველაფერს შენით მიაღწიე, ამას როგორ კადრულობ, გოგო, არ გრცხვენია?! სად გაიზარდე! ნული ხარ, არარაობა და მოვითხოვ ,,პირველი არხის” საბჭოსგან შენს გადაყენებას. მორალურად განადგურებული არარაობა ხარ და იღებ ატკატკებს… აუცილებლად შემოწმდება ის შოუები, რომლებსაც აკეთებ… – ასე მიმართა ნიკა გვარამიამ თინათინ ბერძენიშვილს პირდაპირი ეთერიდან.