ლუიზა კობალაძე: ,,სიზმარში შუბლშეკრული მიყურებს, მერე უჩინარდება, არ ვიცი, რა აწუხებს, რატომ არ მელაპარაკება”

ლუიზა კობალაძე: ,,სიზმარში შუბლშეკრული მიყურებს, მერე უჩინარდება, არ ვიცი, რა აწუხებს, რატომ არ მელაპარაკება"ალექსანდრე ბასილაიას ცოლი, ლუიზა კობალაძე:

-ბუთხუზის შემდე ჩემთვის სამყარო საერთოდ შეიცვალა და გაუფერულდა. იმდენი წელი გავატარეთ ერთად ძალიან საინტერესო ცხოვრებით, ერთ მთლიანობად ვიქეცით. ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ განგებამ ინება, რომ ის უფრო ადრე გამგზავრებულიყო ამქვეყნიდან.

მე კი დღემდე ვერ შევეგუე. არ მჯერა, მგონია, რომ აქ არის. სულ ვეძებ. ხშირად ვნახულობ სიზმარში, მაგრამ უბრად, შუბლშეკრული მიყურებს და მერე უჩინარდება. არ ვიცი, რა აწუხებს, რატომ არ მელაპარაკება. მაინც ბედნიერი ვარ, რომ სიზმრად მოდის.

ძნელია, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება გააგრძელო. ეს მწუხარება ჩემმა ოჯახმა, შვილმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა შემიმსუბუქეს სითბოთი, სიყვარულით, მოფერებით (გააგრძელეთ კითხვა).

სარკე, ია ქუთათელაძე