ლევან კობიაშვილი: ,,ჩემი გოგონა გარდაიცვალა, მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა”

ლევან კობიაშვილი: ,,ჩემი გოგონა გარდაიცვალა, მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა'',,სარკე”

ლევან კობიაშვილი:

-ჩემს ცოლს საკონდიტრო აქვს დამთავრებული და სახლში მზარეულობასაც კარგად ართმევს თავს. ოჯახში, სადაც გაიზარდა, ძალიან კარგად ამზადებდნენ და კარგად იცის, ტრადიციული კერძების გაკეთება. თავისი ფანტაზიებიც ჩააქსოვა. მეც თუ რამეს მეკითხება, ვეუბნები, მაგრამ ძირითადად დახმარება არ სჭირდება.

ხელი მართლა კარგი აქვს და ვფიქრობ, მზარეულიც კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახში ორი შეფი ალბათ მეტისმეტი იქნებოდა. საკონდიტროზე თავისი სურვილით ისწავლა და ამ განხრით მუშაობდა სასტუმროებში სხვადასხვა შეფებთან. ცოტა მარილს აკლებს ხოლმე კერძს, მაგრამ არა უშავს.

– რამდენი შვილი გყავთ?

– სამი. ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ გოგონა, სამწუხაროდ, აღარ გვყავს… დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ძალიან სამწუხარო ამბავია, თურმე რამხელა ტკივილს ატარებთ.

– დიახ, ასეა… ჩვენი უფროსი ბიჭი 19 წლისაა. მეორე გოგონა იყო და მესამე შვილი 9 წლის ხდება.

– ბიჭებს ემჩნევათ მზარეულობის ნიჭი?

– უფროს ბიჭს ახლახან მოუნდა მზარეულობა და ხან მუშაობს, ხან – არა. კორონავირუსის გამო გაჩერდნენ და ახლა ისევ აპირებს სამზარეულოში მუშაობის დაწყებას. ისე კი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს “გეპეიში”. ვნახოთ, რა იქნება.

ნიჭი რამდენად აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდილობს, რომ იმუშაოს და ამ პროფესიას ნელ-ნელა დაეუფლოს (ინტერვიუს გაგრძელება)