კობა დავითაშვილის ცოლისდა: ,,იმ ექიმმა კობა სასიკვდილოდ შეგნებულად გაიმეტა!”

კობა დავითაშვილის ცოლისდა: ,,იმ ექიმმა კობა სასიკვდილოდ შეგნებულად გაიმეტა!"ხა­თუ­ნა ბი­წაძე, რომელიც კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცო­ლისდა გახლავთ, ჟურნალ ,,გზასთან” ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ სიძეზე საუბრობს და ავბედით 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს, როცა პოლიტიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ:

-თბილისის გარშემო, სადმე გზა და საცალფეხო ბილიკი თუ გადის, ყველა შემოვლილი გვქონდა. გამთენიისას, როცა გავრცელდა ხმა, კობა დავითაშვილი გარდაიცვალაო, გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში იყო.

ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე არ მილაპარაკია, თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი.

– ფიქრობთ, ასე შეგნებულად მოიქცნენ, დაზიანებულ ადგილზე მდგომარეობა რომ გართულებულიყო?
– დიახ და ეს ჩემთვის შოკი იყო. ვინც ეს გააკეთა, იმ ექიმის არც სახელი ვიცი, არც გვარი, მაგრამ გეკითხებით, მას ექიმი შეიძლება ეწოდოს?.. როგორ შეძლო ამის გაკეთება, მის სინდისზე იყოს, მან კობა სასიკვდილოდ შეგნებულად გაიმეტა. შინ მოსვლის შემდეგ, ეს მდგომარეობა რომ ვნახეთ, ნაცნობი ქირურგი მოვიყვანეთ. ჭრილობა სახლში ჩუმად ტალახისგან მან გაუწმინდა და დაუმუშავა. სულ ნაჟღენთი სისხლჩაქცევები ჰქონდა. გული მტკივა იმ ექიმზე: როგორ შეიძლება, პაციენტს, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც უნდა იყოს, ასე მოექცე, განა როგორ უნდა დაგემუქრონ, ეს რომ გააკეთო?! ის არაფრით განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც კობა იქ მიიყვანა.

– სოციალურ ქსელში ბევრი პოლიტიკოსი გამოთქვამს მწუხარებას…
– გვიანია… კობას არასდროს უზრუნია სიმდიდრის დაგროვებაზე, ამისთვის არანაირი თანამდებობა არ გამოუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ 5 შვილი ჰყავდა.

..

კობა დავითაშვილს უკანასკნელი სურვილი აუსრულეს და მშობლიურ სოფელში იმ ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც საკუთარი ხარჯით აღადგინა.

გზა