,,ასეთი სასოწარკვეთილი არასოდეს ვყოფილვარ, ღვთისგულისათვის, მოაშორეთ ეს მცენარე სახლებს, ბავშვებს, იმ ჰაერს, სადაც სუნთქავთ!”

,,ასეთი სასოწარკვეთილი არასოდეს ვყოფილვარ, ღვთისგულისათვის, მოაშორეთ ეს მცენარე სახლებს, ბავშვებს, იმ ჰაერს, სადაც სუნთქავთ!"მანანა შიოშვილი სოციალურ ქსელით საზოგადოებას საშიში მცენარის შესახებ აფრთხილებს:

,,ჩემო ძვირფასებო, მე არ ვიცოდი აქამდე შხამიანი ყვავილების შესახებ.
ერთი ყვავილი ვიყიდე ორი თუ სამი წლის წინ. ძალიან მიყვარდა. რამდენჯერ გადავარჩინე სიკვდილს (ის ალბათ იმიტომ კვდებოდა, რომ მე გადავრჩენილიყავი). დღესაც ვიზრუნე ამ სულთმობრძავი ყვავილისთვის,  უსარგებლო ღერო შევაჭერი, ღეროდან წვენი გადმოიღვარა….

ასეთი სიმწარე არ მსმენია, ასეთი სასოწარკვეთილი არასოდეს ვყოფილვარ! ერთი საათი ვიბრძოლე, არ გავგუდულიყავი! უბრალო ღეროს წვენის რეაქციამ მთელი ორგანიზმი ამიწვა, სახის შეშუპებას ვინ ჩივის…
გაიცანით – დიფენბახია!
ღვთისგულისათვის, მოაშორეთ სახლებს, ბავშვებს, იმ ჰაერს, სადაც სუნთქავთ!”.

კომენტარებში წერენ:

,,ციანიდს ამ მცენარისგან ამზადებენ”, ,,დიფენბახია მშვენივრად ზრდის ჰაერის ტენიანობას ფართო ფოთლებიდან აორთქლების გამო; ასრულებს არასტაბილურ მდგომარეობას, რომელიც კლავს მავნე მიკრობებს, მაგალითად, სტაფილოკოკები აურუსში. გარდა ამისა, დიფენბახბია ასუფთავებს ფორმალდეჰიდის ჰაერს (და ის ავეჯის ხის შემადგენლობაშია), ლინოლეუმის და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მჟავებისგან ტოლუენის შემცველ ჰაერში. თუ ალერგიული ხართ, შეიძინეთ დიფენბახია. აღინიშნება, რომ დიფენბახია ათავისუფლებს დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებს ძალას. რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს, ზედმეტად შხამიანი წვენი აქვს და დიდი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველებისთვის”.