25 წლის მერე ქმარმა ცოლს უთხრა, რომ დაბერდა, ქალი იჯდა დაღლილი და ტიროდა…

25 წლის მერე ქმარმა ცოლს უთხრა, რომ დაბერდა, ქალი იჯდა დაღლილი და ტიროდა...,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი

ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, თქვენი მისამართით გაიგონოთ სიტყვები, რომ უკვე დაბერდით.

25 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ცოლი სისტემატურად სტუმრობდა სპორტდარბაზს, ვარჯიშობდა, მოდურ სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი, მძიმე ზურგჩანთით ქმართან ერთად დადიოდა ლაშქრობებზე, აკონტროლებდა წონას…

ოჯახის შესანარჩუნებლად 25 წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს, რაც ქმარს მოსწონდა, აკეთებდა იმისათვის, რომ ქმარს ჰყვარებოდა, ოჯახში სიმშვიდე დაესადგურებინა, მაგრამ ლაშქრობისას მოულოდნელად ქმარი სწრაფად დაწინაურდა და ატირებული ქალი ჩამოიტოვა. იჯდა დაღლილი ქალი ტყეში და ტიროდა, რადგან 25 წელი საკუთარი სურვილების იგნორირებაში გაატარა.

სინანულმა შეიპყრო. ფაქტობრივად, არც უცხოვრია და ასე იმის გამო იქცეოდა, ქმრის დაკარგვის ეშინოდა, ქმრისა, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ბებერი უწოდა. მაშინ ქალი სულ რაღაც 50 წლის გახლდათ. ქმარმა, ბებერი ხარო, უთხრა და ტყეში მარტო მიატოვა.

ქალმა სადგურამდე მიაღწია. კიდევ კარგი, რომ მატარებლის ბილეთისთვის ფული ეყო. ფანჯრიდან გასცქეროდა დაბურულ ტყეს, საიდანაც სასწაულით გამოვიდა გზაზე. კარგია, რომ ამ ქალმა დააღწია თავი ტყეს, მაგრამ ვიღაცამ ეს ვერ შეძლო. ვერ შეძლო ძველი ცხოვრების შეცვლა და კვლავ დადის ქმრის მიერ შერჩეული ვარცხნილობით, ტანსაცმლით, იკლებს წონაში, დაეხეტება კლდე-ღრეში მძიმე ზურგჩანთით – ერთი სიტყვით, ცხოვრობს არა ისე, როგორც თავად სურს, არამედ ისე, როგორც მოსწონს სხვას.

და ყოველგვარი მცდელობა, მოაწონოს ქმარს თავი და შეინარჩუნოს ოჯახი, ფუჭია, ამაოა, რადგან აუცილებლად დადგება დღე, როცა შეუბრალებლად მიატოვებს მარტოდმარტოს, რადგან დაბერდა.