სწორად ისაუზმეთ – რა არ უნდა ჭამოთ დილით

სწორად ისაუზმეთ - რა არ უნდა ჭამოთ დილით,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ფეხზე წასაუზმება ნაკლებად სასარგებლოა, ხოლო სრულფასოვანი საუზმე, ენერგიით დამუხტვას, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციას ეხმარება.

წიგნის ,,სრულყოფილი სხეული 4 საათში” ავტორი, ტიმი ფერისი, დარწმუნებულია: საუზმის 40%-ს ცილოვანი კერძები უნდა შეადგენდეს, მაგალითად, კვერცხი, ყველი, თხილეული ან უცხიმო ხორცი.

ასევე დილის რაციონში საჭიროა, ჩართოთ ნახშირწყლები, ისინი პასუხისმგებლები არიან ენერგიისა და მხნეობის დონეზე.

საუზმეზე შეგიძლიათ, მიირთვათ ფაფა ხილით, მიუსლი იოგურტით, ბოსტნეულის სალათა და მოხარშული კვერცხი, რუხი პური უცხიმო ხორცთან ან ხაჭოსთან.

რაც შეეხება ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენს ან მჟავე ხილს, მათ დილის საათებში სარგებლობა არ მოაქვთ. პირიქით, მათი გამოყენება კუჭის მდგომარეობაზე ცუდად აისახება.