,,სტალინი ცოლის საფლავში ჩახტა, კუბოს ჩაეხუტა და ხმამაღალი ტირილი ატეხა” – ფოტოს ისტორია

,,სტალინი ცოლის საფლავში ჩახტა, კუბოს ჩაეხუტა და ხმამაღალი ტირილი ატეხა" - ფოტოს ისტორიაისტორიკოსი თომა ჩაგელიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სტალინი თავის პირველ ცოლს დასტირის.

,,სტალინი დგას მარჯვნივ, ბოლოში. საკუთარი ცოლის, ეკატერინე სვანიძის ცხედართან. 1907 წელი. ბევრგან წერია, რომ დასაფლავების დროს სტალინი მოულოდნელად საფლავში ჩახტა, ჩაეხუტა კუბოს და ხმამაღალი ტირილი ატეხა. ისტერიკაში ჩავარდნილი ქმარი მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ დააწყნარეს. როდესაც საფლავიდან ამოვიდა, მან კბილებში შემდეგი სიტყვები სიმწრით გამოსცრა: ,,დღეს ჩემში საბოლოოდ მოკვდა ადამიანთა მიმართ უკანასკნელი თანაგრძნობა”, – წერს თომა ჩაგელიშვილი.

ეკატერინე, რომელსაც მოფერებით კატოს ეძახდნენ, საქართველოში დაიბადა. წყვილმა 1906 წელს თბილისში, მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა ჯვარი.

მათ 1907 წლის 18 მარტს ვაჟი, იაკობი შეეძინათ, რომელსაც სტალინი მოფერებით იაშას ეძახდა. კატო იამვე წლის 5 დეკემბერს, სავარაუდოდ, სტალინის მკლავებში, ტიფით გარდაიცვალა. ამ დროს ის 22 წლის იყო.