სალბის ზეთი რადიკულიტის სამკურნალოდ, ლიმონი – სტრესის დასაძლევად

სალბის ზეთი რადიკულიტის სამკურნალოდ, ლიმონი - სტრესის დასაძლევად,,სარკე”, აზა გაგოშიძე

თუ რადიკულიტი ხშირად გაწუხებთ, მოამზადეთ სალბის ზეთი. ის ტკივილს შესანიშნავად აყუჩებს, ამიტომ შინაურ აფთიქში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

სალბის გამხმარი ფოთლები ყავის საფქვავში დაფქვით, 5 ს.კ. ფხვნილი 200 მლ ადუღებულ ზეითუნის ზეთში ჩაყარეთ, აურიეთ, შემდეგ წყლის აბაზანაზე ნახევარი საათი დაბალ ცეცხლზე დადგთ. გადმოდგით, 2-3 საათი დატოვეთ, გაწურეთ და წასასმელად გამოიყენეთ. ზეთის წასმის შემდეგ, სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად, მტკივნეული ადგილი შალის ქსოვილთ შეიფუთეთ.

სტრესს ლიმონით გაუმკლავდით

ამ ციტრუსში ძალიან ბევრი ცე ვიტამინია, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი გამძლეობა-ამტანობა სტრესის მიმართ და ძლიერი იმუნიტეტი. დღეში საკმარისია ნახევარი ლიმონი ამ ვიტამინის აუცილებელი დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ გახსოვდეთ: ლიმონი ცხელ ჩაიში არ მოათავსოთ – გაცხელებისას ასკორბინის მჟავა იშლება, ლიმონი ჩაის მიატანეთ. მისგან გამოწურული წვენი წყალთან შერეული (თანაფარდობით 1:2 ან 1:3) დალიეთ.

სიცივეში 1 ს.კ. დაქუცმაცებული ლიმონისა და თაფლის ნარევი დღეში 2-ჯერ მიიღეთ.