ნებისმიერი სიტუაციიდან არანაკლებ ორი გამოსავალი არსებობს – რჩევები

ნებისმიერი სიტუაციიდან არანაკლებ ორი გამოსავალი არსებობს - რჩევები,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც სრულიად არასასურველი რამ, რომელიც ჩვენს გეგმებს ანგრევს, იმედებს ამსხვრევს, განაჩენი გამოაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციები გულსატკენია, მაგრამ მათ გამო სასოწარკვეთაში ჩავარდნა, თავის მოტყუება და მომხდარის არადაჯერება, ილუზიებში ცხოვრება არ ღირს. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება. აუცილებელია წერტილის დასმა და არა – დეპრესიაში ჩავარდნა.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი სიტუაციიდან არანაკლებ ორი (ან ზოგჯერ მეტი) გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში, საჭიროა მომხდარი ფაქტის აღიარება და მიღება. აუცილებლია, ყველა შესაძლებელი საშუალების მოძებნა და ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადადგამთ, შესაძლებელი და შეუძლებელი ვარიანტები წინასწარ გონივრულად შეარჩიეთ და არჩეულ გზაზე თამამად იარეთ.

გახსოვდეთ, ყველაფრის მიუხედავად, უფლება გაქვთ, ბედნიერი იყოთ. თავს შესაძლებლობას ნუ წაართმევთ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ამაღელვებელი მოვლენა თქვენი დანაშაულით, თქვენი შეცდომის შედეგად მოხდა, მას შემდეგ რაც თქვენი ცხოვრება აეწყობა (1-2 წლის შემდეგ) ფიქრით აუცილებლად წარსულში დაბრუნდით. თქვენი ყველა მოქმედება და სხვა მონაწილეების ქცევები საღად შეაფასეთ. ყველა შესაძლებელი დასკვნა გააკეთეთ, რათა მსგავსი სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში არასდროს განმეორდეს.