მეუფე მელქისედეკი კარტოგრაფებზე: ,,მათ ბოდიშს ვუხდი”

მეუფე მელქისედეკი კარტოგრაფებზე: ,,მათ ბოდიშს ვუხდი"ეკა კვესიტაძის გადაცემა ,,მთავარ თემაში” მეუფე მელქისედეკმა დაკავებულ კარტოგრაფებს ბოდიში მოუხადა.

-დღეს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა თქვა, ივერი მელაშვილი ამბობს, სულ ველოდები, ბოდიშს მომიხდიან და საპატიმროს კარს გააღებენო. მე მათ საპყრობილის კარს ვერ გავუღებ, მაგრამ ბოდიშს ვუხდი… აუცილებელია, წმინდა სინოდმა იმსჯელოს და თუ საპატრიარქო ასე მიუშვებს და  სასულიერო პირები ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, შეიძლება ომის ქარცეცხლში გავეხვეთ და  რუსეთმა ომის პერიპეტიები აქ გადმოიტანოს.

მე მინდა, კირიონს ვკითხო, როცა ქალბატომა პრეზიდენტმა ცნობილი განცხადება გააკეთა და ამის შემდეგ აზერბაიჯანის მესაზღვრებიის ჩამოსვლა დაიწყო, რატომ მის მეგობარ თავდაცვის მინისტრს არ მიმართა, რომ ემოქმედათ?