კაცებს ასეთი ქალი 6 წლით ახალგაზრდა ჰგონიათ

კაცებს ასეთი ქალი 6 წლით ახალგაზრდა ჰგონიათ,,სარკე”, აზა გაგოშიძე

გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც პარფიუმერიაში გრეიფრუტის სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, ასაკის დამალვას არ საჭიროებენ. დასავლელი მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გარშემომყოფ მამაკაცებს ასეთი ქალი ისედაც 6 წლით ახალგაზრდა ჰგონიათ.

რაც შეეხება ლავანდის, პიტნისა და ბანანის არომატებს, ისინი ამგვარ ეფექტს არ იძლევიან. სხვათა შორის, მამაკაცებს, რომლებსაც გრეიფრუტის სურნელი ასდით, წლების დაკლების შანსი არ აქვთ. მათ სხვა მეთოდის მოძებნა მოუწევთ.

კარგი განწყობა და ხალისი ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა. იმისათვის, რომ დეპრესიები და სტრესები თავიდან აიცილოთ, სპეციალისტები გირჩევენ:

1.შეამცირეთ ყავისა და სპირტიანი სასმელების მოხმარება. მათი დიდი რაოდენობით მიღება განწყობაზე ცუდად აისახება. სადილის ან ვახშმის შემდეგ ყურძნის წვენი მიირთვით, რომელიც კარგი მატონიზირებელია და ტონუსსაც შეგმატებთ;

2. ცნობილია, რომ ამინომჟავა ტროპტოფანი განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს თევზეული, ფრინველის ხორცი, კვერცხი, კაკალი, ნუში, ხაჭო და ბანანი;

3. უარი არ თქვათ დილის გამამხნევებელ ვარჯიშზე. საკუთარ თავს სულ რაღაც 10 წუთი დაუთმეთ, შედეგად მთელი დღე ტონუსშიც იქნებით და ხალისიანიც. სამსახურში მისვლისას კი კოლეგებთან წაიჭორავეთ და სამუშაოს შემდეგ შეუდექით;

4. დაიღალეთ და ამის გამო გუნებაც გაგიფუჭდათ? არ გაგიკვირდეთ, თუ ლიმონის ნაჭრის მირთმევით ან თუნდაც დაყნოსვით სიმხნევე დაგიბრუნდებათ და ხასიათიც გამოგისწორდებათ. საქმე ისაა, რომ ლიმონის ცედრაში შემავალ ეთერზეთს საოცარი მატონიზირებელი თვისება აქვს. საკმარისია, 1 წუთის განმავლობაში მისი არომატი შეისუნთქოთ, რომ მზად იქნებით, მთები გადააგოროთ.