იავნანა ბავშვის ჯანმრთელობისთვის

იავნანა ბავშვის ჯანმრთელობისთვის,,სარკე”, აზა გაგოშიძე

დღეს არავის უკვირს, რომ მომავალი დედა ჯერ კიდევ მუცლადმყოფ შვილს სასიამოვნო მუსიკის ჩანაწერს ასმენინებს. ცნობილია, რომ ადამიანი ბგერების აღქმას დაბადებამდე ბევრად ადრე იწყებს.

როგორც გაირკვა, კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს დედის ხმას, მაგრამ ეს ძალა შეიძლება იყოს როგორც შემოქმედებითი, ასევე დამანგრეველი (თუ დედა მუდამ ყვირის). დადგენილია, რომ ჩვენ მიერ წარმოქმნილი ბგერითი რხევების 80% სხეულის მიერ შთაინთქმება, ფეხმძიმობისას კი მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვის მიერ შეითვისება.

დედის ხმა ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს და ასევე მის იმუნიტეტზე ზეგავლენას ახდენს. გამოკვლევებით გამოვლინდა: მომავალი დედების, რომლებიც გუნდში მღეროდნენ, შვილები უფრო ჯანმრთელები და ძლიერები დაიბადნენ. აუცილებელი არ არის, გუნდში იმღეროთ, საკმარისია ორსულობის პირველ თვეებში მუცლადმყოფ ნაყოფს იავნანა უმღეროთ. მნიშვნელობა არ აქვს, სიტყვები იცით თუ არა, მთავარია ინტონაცია. შეგიძლიათ უბრალოდ ხმოვნები გააგრძელოთ. მთავარია, ჩვილს მომავალ ცხოვრებაზე პოზიტიური განწყობა, თქვენი სიყვარული და სამკურნალო ვიბრაციები გადასცეთ.