გული, ძვლები, ღრძილებიც კი – რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი

გული, ძვლები, ღრძილებიც კი - რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ბოლო დროს მეცნიერები მწვანე ჩაის სულ უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს ავლენენ.

პაციენტები, რომლებიც მწვანე ჩაის სვამენ, გულის შეტევის შემდეგ სწრაფად გამოდიან მდგომარეობიდან. ის სისხლძარღვებს ამაგრებს, არტერიულ სადინარებს ქოლესტერინისგან ასუფთავებს.

ის ანტიმჟანგავებითა და პოლიფენოლებით. პირველები ორგანიზმს ეკოლოგიის ნეგატიური შედეგებისგან იცავენ, მეორენი – თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს თავს ესხმიან, დნმ-ზე ზემოქმედებენ და კიბოს პროვოცირებას ახდენენ.

ჩაის ფოთლები შეიცავს ფიტოჰორმონებს, რომლებიც ნაოჭების განვითარებას აბრკოლებს, კატეხინი კი სარძევე ჯირკვლების კიბოს განვთარების რისკს აქვეითებს, შარდ-სასქესო სისტემაში პრობლემების აღმოცენების ალბათობას ამცირებს კლიმაქსის პერიოდში.

ის სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, კონცენტრაციას აქვეითებს და ტვინში ალფა-ტალღებს (ისინი პასუხისმგებლები არიან მშვიდ მდგომარეობაზე) ასტიმულირებს. საქმე ისაა, რომ ნივთიერება თეანინი ქერქის ნეირონების მოქმედებას ამუხრუჭებს და სტრესის დონეს აქვეითებს.

ის ძვლების სიმტკიცეს ამაგრებს, ძვლის ქსოვილის აღდგენის სიჩქარე მაღლდება, ასევე ოსტეოპოროზის კარგი პროფილაქტიკაა და ყველაფერი ეს ჩაის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების, ეპიჰალოკატეხინის, წყალობით ხდება. ის ძვლის ქსოვილის დამანგრეველ უჯრედებს ბოჭავს.

ჯანსაღი კბილების შენარჩუნების შანსს 20%-ით ზრდის. კატეხინები კარიესისგან იცავენ და ღრძილების ანთებას, ტკივილს სხნიან. ანტიბაქტერიულია და სუფთა სუნთქვას უზრუნველყოფს.

ჩაის სწორად ვაყენებთ

ჩაის დასაყენებლად გამოიყენეთ გაფილტრული წყალი. თუ წყალგაყვანილობისას იყენებთ, მაშინ წყალი 2-3 საათი დააყოვნეთ და შემდეგ მოადუღეთ ჩაი.

მდუღარე არ დაასხათ – კატეხინები დაიშლება. 70-80 გრადუსის წყალი გამოიყენოთ.

პირველი წყალი გადაღვარეთ – ფოთლები მტვრისგან გაასუფთავეთ. შემდეგ ახალი წყალი დაასხით და 3 წუთი დადგით.