გიორგი ჩალაძე: ,,ამირან გამყრელიძე უნდა წავიდეს სახლში!”

გიორგი ჩალაძე: ,,ამირან გამყრელიძე უნდა წავიდეს სახლში!",,გეოლაბის” თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩალაძემ გადაცემა ,,დღის ამბებში” მწვავე განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის წინააღმდეგ.

-ის, რაც დღეს ხდება, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხალხისადმი, სახელმწიფო თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხალხის გადასახადებით მიღებული ხელფასის დაუმსახურებლად ჯიბეში ჩადება.

ამირან გამყრელიძე არის სახლში გასაშვები. ის უნდა წასულიყო მეორე დღესვე, როცა სამინისტროდან გაუშვეს. ამირან გამყრელიძის ადგილი ქვეყნის სადარაჯოზე დიდი ხანია, აღარ არის. ის არ არის ეფექტური მენეჯერი, აბსოლუტურად არაკომპეტენტუარია ბიოტექნოლოგიებში, წარმოდგენა არ აქვს,  რა ხდება მსოფლიოში ბიოტექნოლოგიების დარგში.

რატომ არ არის საქართველოში დიდი კომპანიები წარმოდგენილი?ტესტებისთვის დღეს ჩვენ მილიონობით დოლარს ვუხდით წარმომადგენლობას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ ოფისზე. საქართველოში ჩატარებული ტესტებით მოსკოვის ოფისი იღებს ფულს. დაავადების კონტროლმა ტენდერის გარეშე მსოფლიო ბანკის ფულით, რამდენიმე ათეული მილიონით, პირდაპირი მიყიდვის წესით ტესტები იყიდა კომპანიისგან, რომელიც არის დისტრიბუტორი, ანუ ყიდულობს მოსკოვის ოფისიდან და ყიდის საქართველოში. ჩვენ ვიღებთ სესხს, ვყიდულობთ კარგი კომპანიისგან, ოღონდ ამით სარგებლობს რუსული ოფისი.

რატომ არ მოიწვიეს მსოფლიო გიგანტები საქართველოში?.. ამირან გამყრელიძე ყვება ზღაპრებს, რომლის მსხვერპლნიც არიან მთავრობის წევრები.