სკოლაში სწავლა შეიძლება ისევ გადაიდოს – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

სკოლაში სწავლა შეიძლება ისევ გადაიდოს - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძეთენგიზ ცერცვაძე სკოლებში, სწავლის დაწყების კიდევ ერთხელ, ორი კვირით გადადებას არ გამორიცხავს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებს ასცდება, სწავლა კიდევ გადაიდება

-თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა მე სუბიექტურად მგონიa, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსთან”.