ნანუკა ჟორჟოლიანის მამა: ,,თურქეთში მითხრეს, სიცოცხლის რამდენი დროც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ არ გითხარით, იმედი არ დაგიკარგეთ” – ჟურნალისტის ტკივილიანი ინტერვიუ დედაზე

ნანუკა ჟორჟოლიანის მამა: ,,თურქეთში მითხრეს, სიცოცხლის რამდენი დროც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ არ გითხარით, იმედი არ დაგიკარგეთ" - ჟურნალისტის ტკივილიანი ინტერვიუ დედაზეჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს თავისი კარიერის განმავლობაში ალბათ ყველაზე ემოციური ინტერვიუ ჰქონდა – მამასთან. 40 დღეზე მეტი გავიდა, რაც ჟურნალისტმა დედა დაკარგა. ის ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დედამისს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი დეპრესიის სიმპტომები ჰქონდა, უჭირდა ამოსუნთქვა, არ უნდოდა სახლიდან გასვლა… მას 2 წელი დეპრესიაზე მკურნალობდნენ…

-ნუ გამოიწერთ ჩანთას ან სხვა რამეს და აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები… ნუ დაიჯერებთ, რომ სიმსივნე დიაგნოზი არ არის. სიმსივნე დიაგნოზია და შეიძლება ცუდად დამთავრდეს, თუ დააგვიანებთ. მიდით ქართველ ექიმებთან, ჩაიტარეთ გამოკვლევები, – ასე მიმართა ნანუკამ თავის მაყურებელს და გადაცემა მამასთან ინტერვიუთი გააგრძელა.

-შენი ამბავი მინდა, რომ მომიყვე. რა გიჭირს ყველაზე მეტად ამ რეალობაში.

-დროსთან ერთად ტკივილი გადისო, არ არის ასე. დროთა განმავლობაში უბრალოდ აზრობრივად შეგუება ხდება რეალობასთან… ამ სიცარიელეს ვერავინ შეავსებს.

დედაც გარდამეცვალა, მამაც, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების ტკივილი სულ სხვა ტკივილია. ძალიან მიჭირს… მესამე კლასიდან მომეწონა, შემიყვარდა. ახლა 67 წლის ვარ და გამოდის, რომ 60 წელი სიყვარული და ურთიერთობა მაკავშირებდა…

-ის დიაგნოზი ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ბრძოლაც ვერ მოვასწარით… რა ეტაპებს გადიოდი?

-იანვარში გავიგეთ ეს ამბავი. უცებ გადავფრინდით თურქეთში. იქ პირდაპირ მითხრეს ის დრო, რა დროც ჰქონდა მას დარჩენილი.

-შენ ასე გითხრეს? მე არ ვიცოდი ამის შესახებ

-თქვენთვის რატომ უნდა მეთქვა. ნერვიულობის მეტს რას მოგიტანდათ.

-იქნებ სხვანაიარად დაგვეგეგმა ყველაფერი.

-ჩვენ რაც დავგეგმეთ და რასაც ვაკეთებდით, იგივე ამერიკიდან წამლების გამოწერა, მარიამის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა… მე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ თქვენთვის, შვილებისთვის, გარშემომყოფებისთვის და განსაკუთრებით მისთვის… არ მინდოდა, რომ იმედი დაეკარგა. ერთადერთი დიდი, რაც გავუკეთეთ, ის იყო, რომ აპარატზე შევაერთეთ და ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ფილტვების სიმსივნით ავადმყოფები გადიან სიკვიდლის დროს, როცა ჰაერის უკმარისობით კვდებიან, ეს თავიდან ავაცილეთ.

-ონკოპაციენტების ოჯახევს რას ურჩევდი?

-ბოლომდე იმედი არ დაუკარგონ პაციენტს. დარეჯანს სულ სჯეროდა, რომ გადარჩებოდა… იბრძოლონ ბოლომდე, როგორც ჩვენ ვიბრძოლეთ, იქნებ ვიღაცისთვის ბრძოლამ გაჭრას. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენზე არ გაჭრა…