ინგა გრიგოლია: ,,ვიფიქრე, რომ თავს მოვიკლავდი, ეს ადამიანის ცხოვრებას ანგრევს, დამღას ასვამს”

ინგა გრიგოლია: ,,ვიფიქრე, რომ თავს მოვიკლავდი, ეს ადამიანის ცხოვრებას ანგრევს, დამღას ასვამს"ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა ,,პირველ ხაზში” იმ უმძიმეს პერიოდზე ისაუბრა, როცა მას პირადი კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ.

-ეს იყო ისეთი მძიმე ემოცია… 2011 წელს როცა გავიგე, რომ ჩემზე არსებობდა ფარული კადრები, კინაღამ მოვკვდი. მერე, როცა ამ ხელისუფლების დროს ერთ-ერთ პოლიტიკოსს გამოუქვეყნეს კადრები და გავრცელდა მუქარა, რომ თუ ინგა გრიგოლია არ წავა ტელევიზიიდან და ქვეყნიდან, მაშინ გამოვაქყენვებთ, მე ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს კადრები არსებობდა, რადგან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ვიცოდი.

...

ეს არის ადამიანის გაწირვა სიკვდილისთვის. როდესაც ეს მუქარის რგოლი  გავრცელდა ინტერნეტში, თავი გამიცხელდა. ვიფიქრე, რომ ვაი, ინფარქტმა არ დამარტყას, მერე _ ხომ არ ვკვდები. ვფიქრობდი, ვაი, რა უნდა ვქნა, რომ გამომიქვეყნონ. პირველი აზრი რაც მომივიდა, იყო – თავს მოვიკლავ. მართლა მეგონა, რომ თავს მოვიკლავდი.

მეგობრები დამიდგნენ გვერდით, საზოგადოების რეაქციამ გამაძლიერა, მაგრამ… მერე იწყება საშინელი სტრესი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აბაზანაში ვერ შევდიოდი, თვალთვალის შიში მქონდა. სახლში რომ შევდიოდი, ვაკვირდებოდი, რამე ხომ არ იყო დამონტაჟებული.

ეს ადამიანის ცხოვრებას ანგრევს, დამღას ასვამს. რომ არ ყოფილიყო საზოგადოების მძაფრი რექცია, შეიძლება ვერ გადამეტანა. დღეს ასე ვიქცევი, თუკი ვინმეზე ვიგებ, რომ წინასაარჩევნოდ აშანტაჟებენ, კბილებასილი მზად ვარ ხოლმე, მის მხარდასაჭერად ჩავერთო ომში. შეიძლება ამ დროს ადამიანს გული გაგისკდეს, შეიძლება ინსულტმა დაგარტყას და მოკვდე. ეს არის ბინძური ომი, – უამბო ინგა გრიგოლიამ მაყურებელს.