გსურთ, გახდეთ? თაფლის კოქტეილი ასე მოამზადეთ

გსურთ, გახდეთ? თაფლის კოქტეილი ასე მოამზადეთ,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ტკბილი ყოველთვის არ ვნებს ფიგურას. როდესაც საუბარი თაფლს ეხება, მისი კომპონენტები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ, რისი წყლობითაც ადამიანი წონაში იკლებს, ასე რომ, თაფლიანი წყალი შესანიშნავი საშუალებაა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.

გსურთ, გახდეთ? თაფლიანი წყალი მოამზადეთ: 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჭიქა თბილი წყალი აურიეთ. თაფლი სრულად უნდა გაიხსნას. წყალში შეგიძლიათ, ცოტა კოჭა, დარიჩინი, ლიმონის წვენი დაუმატოთ. ასეთი წყლის რეგულარულად გამოყენება კანის მდგომარეობასაც აუმჯობესებს. საიდუმლო იმაშია, რომ სამკურნალო სასმელის ხარჯზე ორგანიზმიდან შკლაკები და ტოქსინები იდევნება, შესაბამისად, კანი სუფთავდება.

1 ჭიქა თაფლიანი წყალი დილით უზმოზე ჩვეულებრივი წყლის შემდეგ დალიეთ. 30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.