გოგი წულაიას გადაუდებელ ოპერაციას გაუკეთებენ – ,,სტაბილურად მძიმედ რჩება”

გოგი წულაიას გადაუდებელ ოპერაციას გაუკეთებენ - ,,სტაბილურად მძიმედ რჩება"პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” წევრები ვიდეომიმართვას ავრცელებენ ქუთაისელ პოლიტიკოს გოგი წულაის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათი თქმით, ის კონტაქტურია, კოლეგებსაც დაურეკა და ესაუბრა.

„ცრუ ინფორმაციები ვრცელდება მის მდგომარეობაზე, ის ახლა სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა კონტაქტურია. რამდენიმე დღეში მას გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდება. მისი გუნდი გაორმაგებული ძალებით ვაგრძელებთ გოგი წულაიას საქმიანობას, რათა მისი არყოფნა ქალაქს და ჩვენს რეგიონს არ დაეტყოს. რამდენიმე კვირაში ის თავად ჩაერთვება”, – ამბობენ პარტიაში.

გოგი წულაია გუშინ კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.