არჩილ თალაკვაძის დაცვას კორონავირუსი აქვს, დაავადდა ,,ოცნების” ოფისის დამლაგებელიც

არჩილ თალაკვაძის დაცვას კორონავირუსი აქვს, დაავადდა ,,ოცნების" ოფისის დამლაგებელიცპარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ,,ოცნების” ცენტრალურ ოფისში კი კოვიდ-19 დამლაგებელს აღმოაჩნდა.

-გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ  პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ქალბატონი ხშირად არ იმყოფებოდა ოფისში, მას პოლიტიკოსებთან შეხება არ ჰქონია, – განუცხადეს ,,პრაიმტაიმს” „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

კორონავირუსი დაუდასტურდა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის პი­რა­დი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელსაც.

უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, სხვა პი­რებ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ PCR ტეს­ტი­რე­ბა.

,,პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, მათ არ და­უ­დას­ტურ­დათ კო­ვიდ ინ­ფექ­ცია. ეპი­დუ­საფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­და­ვი­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში“, – ნათ­ქვა­მია პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.