5 ფილმი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

5 ფილმი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარკოტიკო გოგინაშვილი

ჩემს სტატიაში ვისაუბრებ ხუთ ფილმზე, რომელიც ჭეშმარიტმა კინომოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს.

ეს ფილმებია:

1.დიდი ფსონი, 2 ბანქო, ფული და ორი ლულა, 3.მებრძოლთა კლუბი, 4.ჯანგო, 5.უსახელო ნაბიჭვრები.

კრეატიული ბრიტანული იუმორის ეკრანიზაცია

90-იანი წლების კოლორიტულ ინგლისზე ბევრი კარგი ფილმის გადაღება შეიძლება. რა ხდებოდა წინა საუკუნის მიწურულს ალბიონზე?  ლონდონის ქუჩებში სუფევდა კრიმინალი, იქაური ხულიგნები ყოველგვარი არალეგალური მეთოდებით (ქურდობა, კორუფცია) აწარმოებდნენ საკუთარ ბიზნესს.  ეს მართლაც არაჩვეულებრივი სიუჟეტია იმისთვის, რომ რეჟისორმა ეკრანზე გააცოცხლოს ბრუტალური დიდი ბრიტანეთი.

ერთმა ინგლისელმა კინორეჟისორმა გაი რიჩიმ გადაიღო ორი კრიმინალურ- კომედიური ფილმი, რომლებმაც ჩემზე პირადად დიდი გავლენა მოახდინა. 1.ბანქო, ფული და ორი ლულა, 2. დიდი ფსონი.

რისი თქმა შეიძლება ამ ორ შედევრზე? ამ ფილმების ყურებისას ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ის დრო, როცა არ იყო სოციალური ქსელები, დრო, როდესაც რეჟისორები არ/ვერ იყენებდნენ სპეც-ეფექტებს, სამაგიეროდ, რეჟისორი იგონებდა და ქმნიდა ძალიან მახვილგონივრულ სცენებსა და დიალოგებს, რომელთა დახმარებით მისი კინემატოგრაფიული შემოქმედებები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მაღალ რეიტინგს.

ორი სიტყვა ვთქვათ გაი რიჩის კინოშედევრების სიუჟეტებზეც.

ბანქო, ფული და ორი ლულა (1998) –  აქ ფილმის სათაური მრავლისმთქმელია. 1.ბანქო არის გართობა-ცდუნება, ფულის შოვნის მეთოდი და დიდი რისკი, რის გამოც ადამიანი შეიძლება სერიოზულ შარში გაებას. 2. ფული არის გადარჩენის ერთადერთი შანსი. თუმცა ფულის შოვნა ადვილი საქმე არ არის, აქედან გამომდინარე ზოგჯერ საჭიროა ასეთ შემთხვევაში ფილმის გმირებმა მიმართონ არაკანონიერ ხრიკებს – ქურდობას, რათა ყოველდღე თითო თითი არ დაკარგონ. 3. ორი ლულა – ორი ორლულიანი მუშკეტის და ბანქოს დახასიათებებში ბევრი საერთო ნიშნის პოვნა შეგვიძლია – ცდუნება, ფულის შოვნის მეთოდი და სკანდალი.

დიდი ფსონი (2000) – ეს დასათაურება, წინა ფილმის სახელწოდებივით, მრავლისმომცველი არ არის, მაგრამ თავისებური დატვირთვა მაინც აქვს. მაყურებელი იფიქრებს, რომ ფილმის ჟანრი არის  სპორტული დრამა, რომელიც გადმოგვცემს რომელიმე ცნობილი სპორტსმენის ბიოგრაფიას.  მაგრამ ეს ვარაუდი იქნება მცდარი.  და მაინც რატომ დიდი ფსონი? და რატომ არ ჰქვია ფილმს არალიცენზიური კრივი ან დაკარგული ბრილიანტის ძებნა?  იმიტომ, რომ ეს თითქმის 2- საათიანი კრიმინალურ-დეტექტიური (უმაღლესი დონის იუმორით) დრამა არის ერთი დიდი თამაში, სადაც მთავარია, ფილმის პერსონაჟმა სწორ მოკავშირეზე ან საკუთარ თავზე დადოს ფსონი, იმისთვის, რომ გადარჩეს და მეტოქე გაღიმებული დატოვოს.

მებრძოლთა კლუბი – წარმოიდგინეთ მოწყენილი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს თავის სამსახურს, ცხოვრობს მარტო, შეპყრობილია უძილობით და ზოგჯერ დადის სათესლე ჯირკვლების კიბოთი დაავადებულ ჯგუფში, რათა ხალხთან ჰქონდეს კომუნიკაცია. წესით ასეთმა პიროვნებამ ვერ უნდა შექმნას რაღაც გრანდიოზული, მაგრამ ტაილერ დერდენი არის ნამდვილი აღმოჩენა, მან დააარსა მებრძოლთა კლუბი, რომლის მიზანია, აღადგინოს ეკონომიკური თანასწორობა, ამ ვანდალური დაჯგუფების წევრები არიან საშუალო ფენის წარმომადგენლები – ოფიციანტები, ხელოსნები, მუშები. დ.ა.შ. მებრძოლთა კლუბში შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ოცნებები ვერ აისრულეს და დარჩნენ იმედგაცრუებულები.

ეს არის დევიდ ფინჩერის შედევრი, ფილმის სცენარი არის ძალიან ორიგინალური, მსახიობები არაჩვეულებრივად თამაშობენ.

უბრალოდ კვენტინ ტარანტინო

თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, ტარანტინოს ფილმებიდან რატომ არ შევიყვანე ჩემს სიაში მაკულატურა, რომელიც 90-იანი წლების საუკეთესო კინემატოგრაფიულ შედევრად ითვლება. პასუხი ასეთი იქნება – ყველა კინომოყვარულს თავისებური გემოვნება აქვს, ამიტომაც კვენტინის ნამუშევრებიდან გამოვარჩევ ორ ფილმს. 1. ჯანგო, 2. უსახელო ნაბიჭვრები.

ჯანგო (2012) – ჰოლივუდში პოპულარულია ვესტერნების გადაღება. შეიძლება ჯანგო ამ ჟანრში საუკეთესო არ არის, მაგრამ ტარანტინოს შემოქმედებებიდან ნამდვილად N1 ვესტერნია (კვენტინ ტარანტინოს მეორე ასეთი ტიპის ფილმიც აქვს გადაღებული – ,, საძულველი რვიანი’’)

სანამ ჯანგოს ყურებას დავიწყებდი, იქამდე გადავხედე ქასთს- მსახიობების შემადგენლობას და ვიფიქრე, რომ ჯეიმი ფოქსი და სემუელ ლ ჯექსონი იქნებოდნენ პარტნიორები, ანუ მოკავშირეები. ანალოგიურად მეგონა, რომ ლეონარდო დი კაპრიოს და კრისტოფერ ვალცსის პერსონაჟებს დაამეგობრებდა ფილმში კვენტინ ტარანტინო, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ აღმოჩნდა სწორი. რაც ხსნის რეჟისორის კრეატიულ აზროვნებას.

ჯანგო (ჯეიმი ფოქსი) და ექიმი კინგ შულცი ( კრისტოფერ ვალცი) ერთად წარმოადგენენ ძალიან საშიშ და შეთამაშებულ დუეტს – ისინი არიან “თავებზე მონადირეები’’.

რაც შეეხება მათ მტრებს – კალვინ კენდის (ლეონარდო დი კაპრიო) და სტივენს ( სემუელ ლ ჯექსონი)  ისინი სასტიკი მონათმფლობელები არიან და არაფრად აგდებენ ფერადკანიან მონებს.

სტივენი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. რატომ? იმიტომ, რომ იშვიათად ნახავ ადამიანს, რომელიც ვერ იტანს საკუთარი ფერის ადამიანებს. სტივენი კი ზუსტად ასეთი პიროვნებაა, მას ეზიზღება თავისი ფერადკანიანი ,,მეგობარი’’, რადგან მას ხალხი პატივს სცემს.

ასევე ჯანგოს კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

უსახელო ნაბიჭვრები

მეორე მსოფლიო ომის გაგონებაზე რა გახსენდებათ? ალბათ სისხლი, უამრავი უდანაშაულო ადამიანის ყვირილი და სროლის ხმები – მოკლედ, სრული სისასტიკე.

ალბათ მხოლოდ კვენტინ ტარანტინო თუ მოახერხებდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე გადაეღო ორიგინალური და საკმაოდ დინამიკური ფილმი, სადაც არ იქნებოდა ბევრი მძიმე სცენა. სიუჟეტიც ტიპური ტარანტინულია. რეჟისორმა ფაშისტური გერმანიის ტერიტორიაზე კინოთეატრი აქცია მთავარ საბრძოლო ველად.

წარმოიდგინეთ, რომ მეორე მსოფლიო ომი მთავრდება რომელიღაც ფილმის პრემიერაზე (ერის სიამაყე), სადაც თავი მოიყარა მთელმა ელიტარულმა გერმანიამ, თვით ფიურერის ჩათვლით. ნაცისტები უყურებენ ფილმს, სიამოვნებთ გერმანელი ჯარისკაცების გმირობის ცქერა, ამასობაში კი მზადდება ტერაქტი კინოთეატრში. რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან უსახელო ნაბიჭვრები ( ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცები, რომელთა მიზანია ნაცისტების დახოცვა)

ფილმი ნამდვილად გენიალურია და ტყუილად არ იფიქრა ტარანტინომ “უსახელო ნაბიჭვრების’’ სიუჟეტზე 10 წელი.

მოკლედ, მეგობრებო, უყურეთ კინოკლასიკას და ზემოთხსენებულ ხუთ ფილმს, რათა თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს.