,,თვალებით გვთხოვენ შველას” – ემოციური კადრები ,,სიკვდილის ოთახიდან”

,,თვალებით გვთხოვენ შველას" - ემოციური კადრები ,,სიკვდილის ოთახიდან"თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა ,,სიკვდილის ოთახზე” ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

,,დღეს თავშესაფარში ხერხემალში გადატეხილი ძაღლი მივიღეთ. აეროპორტის ტრასაზე მანქანა დაეჯახა და გაიქცა.
მოგეხსენებათ, ხერხემალში გადატეხილი ძაღლი სამუდამოდ კარგავს უკანა ფეხებს. სიცოცხლეს აგრძელებს წინა თათებით, ანუ ხოხვით. ხოხვის შედეგად უკანა პარალიზებული ფეხები უზიანდება, რის გამოც ეჭრება ინფექცია და რამდენიმე თვეში ძაღლი კვდება.
ჩვენ ბევრი ადამიანი გვაკრიტიკებდა და გვლანძღავდა იმის გამო, რომ ხერხემალში გადატეხილ ძაღლებს არ ვაძინებდით (ვკლავდით) და სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდებოდა, მანამდე ვუვლიდით, ვასმევდით და ვაჭმევდით .
ამდენი ლანძღვის და გინების ატანა შეუძლებელია, ამიტომ დღეიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ძაღლს, რომელიც შემოვა ჩვენთან ხერხემლის ტრავმით, გავუკეთოთ ევთანაზია, ანუ წავართვათ სიცოცხლე. თითოეული ასეთი შემთხვევა გადაღებული იქნება და ეს ვიდეო აიტვირთება ჩვენს გვერდზე .
დაე, ნახონ ევთანაზიის, ანუ ძაღლების მოკვლის მომხრეებმა, თუ რას განიცდის სიკვდილის ოთახში ძაღლი სიცოცხლის წართმევის დროს.
დღეს საღამოს ჩვენს თავშესაფარში დავაძინებთ აეროპორტის ტრასიდან შემოყვანილ ხერხემალში გადატეხილ ძაღლს. ვისაც სუსტი გული გაქვთ, ვიდეოს, რომელსაც  გამოვაქვეყნებთ, არ უყუროთ”, – დაწერა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. რამდენიმე საათში კი ემოციური კადრები გამოაქვეყნეს ,,სიკვდილის ოთახიდან” და დაწერეს.

,,ამ ვიდეოთი გვინდა, გაჩვენოთ, თუ რა პროცედურებს გადის ძაღლი ევთანაზიის, ანუ ცივილური გზით მოკვლის დროს. კათეტერის საშუალებით ვენაში უკეთდება 4 წამალი. აქედან პირველი, მეორე და მესამე (დიაზეპამი, კეტამინი და ქსილაზინი ) არის დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და მოსადუნებელი. ხოლო მეოთხე ტიოპენტალი კლავს.
სიკვდილის ოთახში ძაღლი გრძნობს, რომ ის მალე წავა ამქვეყნიდან. თვალებით ეძებს ოთახში პატრონს ან ისეთ ადამიანს, ვინც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ეს საშინელი სანახავია. მომაკვდინებელი წამლის გარდა ყველა დანარჩენი გავუკეთეთ. რა თქმა უნდა, ძაღლი არ მოგვიკლავს. ამ ვიდეოს მიზანია, იმ ადამიანებმა, ვინც მომხრეა, ხერხემალში გადატეხილი ძაღლების დაძინების, შეიცვალონ აზრი და დადგნენ სიცოცხლის მხარეს” – ნახეთ ვიდეო ბმულზე.

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/videos/660490141213840/?v=660490141213840