შავი შოკოლადი სისხლძარღვების ელასტიკურობას ზრდის

შავი შოკოლადი სისხლძარღვების ელასტიკურობას ზრდის,,სარკე”, აზა გაგოშიძე 

სპეციალისტებმა გამოკვლევა ჩაატარეს იმის შესასწავლად, თუ რა რეაქცია აქვს სისხლძარღვებს ორგანიზმში მოხვედრილი სხვადასხვა საკვების მიმართ. ექსპერიმენტში მონაწილე ყველა მოხალისემ 100 გრამი შოკოლადი ჭამა. 3 საათის განმავლობაში მათი სისხლძარღვების ელასტიკურობამ მოიმატა. ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ: შავი შოკოლადის ზომიერი მოხმარებით შესაძლებელია თრომბის თავის აცილება, ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირება.

რძიანი და თეთრი შოკოლადის მსგავსი სასიკეთო მოქმედება გამოვლენილი არ არის.