საქართველოში 370 ათასამდე პირს კოვიდ-19 გადატანილი აქვს – თენგიზ ცერცვაძის ვარაუდი

საქართველოში 370 ათასამდე პირს კოვიდ-19 გადატანილი აქვს - თენგიზ ცერცვაძის ვარაუდიინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია  „კავკასიის“ ტოქ შოუ „ბარიერის“ ეთერში სწრაფ ტესტებზე ისაუბრა. მისი თქმით, კვლევებში 1000 ჯანმრთელ ადამიანი მონაწილეობდა და 6-დან 10 პროცენტამდე პირს გადატანილი აღმოაჩნდა, რაც არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, 6-დან 10 პროცენტამდე რიცხვი 222-370 ათას ადამიანს უდრის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ კორონავირუსით ინფიცირებულოთა რაოდენობას 500-ჯერ აღემატება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევა დამუშავების ეტაპზეა და ზუსტი რიცხვები ჯერ დადგენილი არ არის.