ფორთოხალი – ანტიდეპრესანტი

ფორთოხალი - ანტიდეპრესანტი,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ფორთოხალი არამხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ A, B, PP და C ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით განწყობას ამაღლებს, სეზონური დეპრესიის დაძლევას ეხმარება. ის ასევე ანთებისა და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს.

ცივ პერიოდში ყოველდღიურად ერთი ცალი ფორთოხალი მიირთვით და ამით გაციების რისკს 2-ჯერ შეამცირებთ. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები არ გაქვთ (გასტრიტი, წყლული, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა), საუზმეზე ან სადილზე ჭიქა ფორთოხლის წვენი მესამედი წყლით გაზავებული დალიეთ.