კანის გაახალგაზრდავების 5 წესი

კანის გაახალგაზრდავების 5 წესი,,სარკე”, აზა გაგოშიძე

თუ გსურთ, ნებისმიერ ასაკში კანი მოვლილი და გადატკეცილი იყოს, დაიცავით შემდეგი წესები:

1. შეზღუდეთ მზეზე ყოფნა. მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად კანი შრება და უხეშდება. ულტრაიისფერი სხივები ცუდად მოქმედებს ცილაზე, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში კანის სიგლუვეს იცავს.

2. ყოველ კოსმეტიკურ საშუალებას თავისი დრო აქვს. ანტიმჟანგავების შემცველი კრემები დილით წაისვით, კანი დღის განმავლობაში დაცული უნდა იყოს, ხოლო კოლაგენითა და რეტინოლით გაჯერებული – ღამით, უჯრედების აღსადგენად.

3. სიგარეტზე უარი თქვით. ნიკოტინი კანს აუწყლოებს, კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს შლის, პიგმენტაციას, თვალების ქვეშ წრეებსა და ტომსიკებს წარმოქმნის.

4. სპორტით დაკავდით. წვრთნის დროს კანში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ვარჯიშის შემდეგ კანი უფრო ჯანმრთელი და ვარდისფერია.

5. მოდუნდით. ახალგაზრდობის მთავარი მტერია სტრესი. როდესაც დაძაბული ხართ, სისხლში კორტიზოლი იმატებს, რაც კანის დაბერების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.