ეკა ჭიჭინაძე: ,,მადლობას ვუხდი ბიძინას და ეკას, ის რაღაცნაირი ოპოზიცია არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოები არიან!”

ეკა ჭიჭინაძე: ,,მადლობას ვუხდი ბიძინას და ეკას, ის რაღაცნაირი ოპოზიცია არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოები არიან!''მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, ,,კვირის პალიტრასთან” ამბობს, რომ თავისი ქვეყნის ხელისუფლებით ძალიან ამაყობს.

ეკა ჭიჭინაძე:

-დავინახე ჩემზე მზრუნველი ხელისუფლება, პროფესიონალები, ექიმები, ექთნები, პოლიციელები. საოცრად იმუშავეს და შედეგიც დავინახეთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამას და ის რაღაცნაირი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან!

მადლობას ვუხდი ეკას და ბიძინას იმ სიკეთეებისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ! ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და დადგება დრო როდესაც თაობები დააფასებენ ამ ოჯახის ღვაწლს. უსაქმურების კრიტიკა არავის აინტერესებს.

ეკამ მითხრა ტელეფონით საუბარში, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო… ეს არის ძალიან შეკრული ოჯახი, სადაც ერთმანეთს ძალიან უფრთხილდებიან!

კვირის პალიტრა