ასტროლოგი: ,,იძულებითი იზოლაციის ეს კარმული პერიოდი დამთავრდება 2020 წლის 5 მაისს,15 აპრილს კი მეტად საინტერესო ასტროლოგიური ასპექტები იქნება ცაზე”

ასტროლოგი: ,,იძულებითი იზოლაციის ეს კარმული პერიოდი დამთავრდება 2020 წლის 5 მაისს,15 აპრილს კი მეტად საინტერესო ასტროლოგიური ასპექტები იქნება ცაზე"ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი საინტერესო პროგნოზს აკეთებს და ასტროლოგიურად ხსნის იმასაც, თუ რატომ აღმოჩნდა კაცობრიობა საფრთხის წინაშე. ასტროლოგი წერს:

,,მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ახლა კაცობრიობა გადის კარმულ პერიოდს, რაზეც მიუთითებს აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოში. კარმული კვანძის ასეთი მდებარეობა მიუთითებს, რომ გარემოებები აიძულებს ადამიანებს, მეტი დრო გაატარონ სახლში, აგრეთვე – ვინც უცხოეთშია, უმეტესობა დაბრუნდეს სამშობლოში (კირჩხიბის ზოდიაქო ასტროლოგიურად განაგებს სახლს, სამშობლოს ).

თავად გარემოებები კარნახობს მკაცრ პირობებს კაცობირობას, ადამიანები იძულებულები არიან, იარსებონ არსებული მკაცრი პირობების ფარგლებში და ყველაფერი ეს გამოწვია ვირუსმა. ის რომ არა, ალბათ გაჩნდებოდა სხვა რამე, რაც ადამიანებს აიძულებდა, მეტი დრო გაეტარებინათ სახლში.

როდის დამთავრდება ეს კარმული პერიოდი ასტროლოგიურად? აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოდან გამოვა 2020 წლის 5 მაისს და გადავა ტყუპებში. შესაბამისად, იძულებითი იზოლაციის ეს კარმული პერიოდი დამთავრდება და წინა პლანზე გადმოიწვევს კომუნიკაციების აღდგენის პროცესი.

ეს უკვე სხვა კარმული პერიოდის დასაწყისია და ის, შესაბამისად, ახალ პირობებს უწესებს კაცობრიობას და ეს არის კომუნიკაციების აღდგენა.
ახლა წარმატებების მომტანი პლანეტა იუპიტერი მოძრაობს საქართველოს ჰოროსკოპის მე-6 სახლში, რომელიც მუნდანური ასტროლოგიით განაგებს მედიცინას. იუპიტერი კი წარმატებების მომტანი პლანეტაა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისეთ დონეზე, როგორც ეს მოხდა ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. საქართველოში ეს მოსალოდნელია არ არის, იმიტომ, რომ ყველაზე წარმატებულად, საუკეთესოდ მოქმედებენ ქართველი ექიმები.
15 აპრილს მეტად საინტერესო ასტროლოგიური ასპექტები და პოზიციები იქნება ცაზე. კერძოდ, მთვარისა და სატურნის შეერთება მერწყულში და სატურნის კვინკოსი (150 გრადუსიანი ასპექტი) აღმავალ კარმულ კვანძთან (ასტროლოგიაში კვინკოსს სამედიცინო ასპექტს უწოდებენ ).

ეს იქნება წერტილი, რომლის შემდეგ კაცობრიობა უკვე იმ წესრიგის, გაკვეთილების და შეძენილი გამოცდილების წყალობით, ნელ-ნელა დაიწყებს გამოსვლას ამ მძიმე მდგომარეობიდან.

ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილი, რაც ამ კორონავირუსმა და ამ კარმულმა პერიოდმა მოგვცა, ეს არის მოხუცების დაფასება და ზრუნვა მათზე – კირჩხიბის ზოდიაქო მშობლებსაც განაგებს”.