აინშტაინი: ,,კრიზისი ნამდვილი კურთხევაა ადამიანისთვის, ერისთვის, ამ დროს იბადება დიდი სტრატეგიები, გამოგონებები…”

აინშტაინი: ,,კრიზისი ნამდვილი კურთხევაა ადამიანისთვის, ერისთვის, ამ დროს იბადება დიდი სტრატეგიები, გამოგონებები...",,კრიზისი შეიძლება ნამდვილი კურთხევა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ერისთვის, რადგან ყველა კრიზისი წინსვლას იწვევს.

კრეატიულობა ტკივილისგან იბადება, ისევე, როგორც დღე იბადება ბნელი ღამიდან.

კრიზისის დროს იბადება გამომგონებლობა, აღმოჩენები და დიდი სტრატეგიები.

ის, ვინც კრიზისს დაძლევს, იმარჯვებს საკუთარ თავზე, საკუთარი თავის დამარცხების გარეშე.

ის, ვინც კრიზისს აბრალებს საკუთარ წარუმატებლობას, უგულებელყოფს საკუთარ ნიჭს და მეტ პატივს სცემს პრობლემებს, ვიდრე გადაწყვეტილებებს.

ნამდვილი კრიზისი არის არაკომპეტენტურობის კრიზისი. როგორც ადამიანების, ასევე ერების ყველაზე დიდი შეცდომა სიზარმაცეა, რომელსაც ისინი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში იჩენენ.

კრიზისის გარეშე გამოწვევა არ არსებობს. და გამოწვევების გარეშე, ცხოვრება ხდება რუტინა, ნელი სიკვდილი.

კრიზისის გარეშე არანაირი დამსახურება არ არსებობს. სწორედ კრიზისში შეგვიძლია, საუკეთესოდ გამოვავლინოთ ჩვენი თავი, რადგან კრიზისების გარეშე ყველა ქარი ხდება მხოლოდ უბრალო ალერსი.

კრიზისზე საუბარი ნიშნავს მის ხელშეწყობას, ხოლო კრიზისის უგულვებელყოფა, დუმილი – ნიშნავს მის დაქვემდებარებას. ამის მაგივრად, მოდით თავაუღებლად ვიმუშაოთ. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ შევაჩეროთ ჩვენი კრიზისი, რომელსაც სირთულეების დაძლევის ტრაგიკული არსურვილი ჰქვია”.
ალბერტ აინშტაინი, თარგმნა თინიათინ რუხაძემ