მეუფე: ,,მორწმუნეობა არ ნიშნავს იმას, რომ საღ აზრს უარი უთხრა”

მეუფე: ,,მორწმუნეობა არ ნიშნავს იმას, რომ საღ აზრს უარი უთხრა"მეუფე გრიგოლი:

-ეკლესია არ არის ის, რაც მხოლოდ ტაძრის შენობაშია. ეკლესია მისტიკური სხეულია ქრისტესი. ეკლესიის უხილავი თავი იესოა და მისი წევრები ჩვენ ვართ. ასეთი ეკლესია სახლშიც არის, ტაძარშიც და ციხეშიც. არაა პრობლემა, სად ილოცებ. ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშაც შეიძლება ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამღვდელოება ისე იმოქმედებს, რასაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს.

ამით დამშვიდება, რომ ეკლესიაში, როგორ შეიძლება რამე დაგემართოს – არასწორია. სახარებაში ვკითხულობთ, რომ რწმენა გადაგარჩენს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ მაშინ, როდესაც ქრისტემ 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, ბოლოს ისიც გარდაიცვალა.

სიკვდილი და ავადმყოფობები გარდაუვალი მოვლენაა. ყველა შემთხვევაში იმას ვერ ვიტყვით, ესა თუ ის ავადმყოფობა სასჯელია თუ არა. საჭიროა საღი აზრი და გონიერება. მორწმუნეობა არ ნიშნავს იმას, რომ საღ აზრს უარი უთხრა, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში.