ირაკლი ვაჩიბერაძეს უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია! – ,,სარკის” და ,,მთავარი არხის” ჟურნალისტი კარანტინშია

ირაკლი ვაჩიბერაძეს უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია! - ,,სარკის" და ,,მთავარი არხის" ჟურნალისტი კარანტინშიაჟურნალ ,,სარკის” და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე დღეს კარანტინში მოათავსეს. აქვე დავაზუსტებთ და ვიტყვით იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც რატომღაც ყველაფერში მედიას ადანაშაულებენ და ჭკუას ასწავლიან – ჟურნალისტს უსაფრთხოების წესები არ დაურღვევია!

ირაკლი ორშაბათს ”მთავარი არხისთვის” რეპორტაჟს აკეთებდა იმის შესახებ, თუ რატომ გადაიყვანეს პაციენტი თბილისიდან საჩხერის საავადმყოფოში. სწორედ ამ დროს იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის სახლთან (ეზოს გარეთ, ღია სივრცეში). სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ის ოჯახიც თვითიზოლაციაში იყო. ანუ არასწორია ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა.

ამის შესახებ ,,მთავარი არხის” პროდიუსერი ნოდარ მელაძეც წერს:

,,მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში იმის გამო, რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი.
ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს თემაზე, რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში ინფიცირებულის ოჯახთან. სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა).
გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში.
ახლა კითხვებზე პასუხები:
რატომ არ უკეთიათ ჟურნალისტებს ნიღბები პირდაპირი ჩართვის დროს კლინიკასთან?
– მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედპერსონალი. შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა, გაოაფრქვიოს ვირუსი!
თუ ყველაფრისმცოდნე კლავიატურის ლომები საკუთარ ნერვებს დაიმშვიდებენ, მათთვისვე უკეთესი იქნება”.

ირაკლი თავს კარგად გრძნობს და, საბედნიეროდ, არც არანაირი სიმპტომები აღენიშნება.

,,ვაჩი არის წესიერება. 14 დღე მალე გაირბენს! წარმატებები, ძამია!”

,,ჩემი სოლიდარობა უყოჩაღეს და უკარგეს ირაკლის”

,,ირაკლი არის ძალზედ მოწესრიგებული და ყველაფერში გაცნობიერებული ახალგაზრდა. ამასთან არის ძალიან ფრთხილი. ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ ექნება. ჩემი სოლიდარობა და გამხნევება მას!”, – წერენ სოციალურ ქსელში.