,,კაცებო, ნურასოდეს გაუშვებთ ცოლებს მაღაზიაში აბაზანის ხალათით” – ანა ლაშხელი-ონიანი

,,კაცებო, ნურასოდეს გაუშვებთ ცოლებს მაღაზიაში აბაზანის ხალათით" - ანა ლაშხელი-ონიანი,,არც გათხოვებამდე და არც გათხოვების მერე ქალს არ აქვს უფლება, გახდეს საკუთარი თავის მსხვერპლი. გათხოვება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას. საქმე, რომელიც საკუთარ თავს გაშორებთ, მაშინაც კი არ გამოილევა, სამი ცოლი რომ ჰყავდეს თქვენს ქმარს. ასე რომ, პატივი ეცით თქვენს ქალურობას, თქვენს შარმს და ინდივიდუალურობას, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა თქვენი ქორწილის ფოტოებს ათვალიერებთ. არ არის საჭირო მეორე პირადობის აღება გათხოვების შემდეგ. კაცები ხომ არ ხართ, ვერ მიხედოთ საკუთარ თავებს და კარადაში ეძებდეთ ,,ნასკებს”, როცა უკვე ფეხზე გაცვიათ.

ნუ გადადებთ ლამაზი კაბის ყიდვას ხვალისთვის, რადგან დღეს შეიძლება ის სხვა ქალმა იყიდოს.
პ.ს. ბარემ კაცებსაც დაგარიგებთ: ნურასოდეს გაუშვებთ ცოლებს მაღაზიაში ლუდის და სიგარეტის ამოსატანად აბაზანის ხალათით… და საერთოდაც, ნუ გაუშვებთ!”

ანა ლაშხელი-ონიანი