,,საბამ გვთხოვა, ჩემი ორგანოები ავადმყოფ ბავშვებს გადაეცითო” – პატარა საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,საბამ გვთხოვა, ჩემი ორგანოები ავადმყოფ ბავშვებს გადაეცითო” - პატარა საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება,,საბას იქს ქრომოსომა აქვს დაზიანებული. ამ დაავადების მატარებელი ადამიანი ან დაბადებისთანავე კვდება ან თუ გადარჩა, დაავადება 10 წლის ასაკში აქტიურდება და შემდეგ 40 წლის ასაკში“. – ამბობს „პრაიმტაიმთან” მეოთხეკლასელი საბა ბალაბანოვის პაპა რევაზ გოგიძე. საბა თურქეთში  აჯიბადემის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

რევაზ გოგიძე:

– როცა დაიბადა, ძალიან ცუდად იყო და ბევრი ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად. მაშინ გადავრჩით და ახლა ისევ პრობლემა გვაქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ტრაქეოსტომია გაუკეთეს, რადგან სუნთქვა უჭირდა. ქიმიური პროცედურებით ბავშვი ძალიანაა დასუსტებული.

რეანიმაციაში ერთი დღე 4 500 დოლარი გვიჯდება. თუ რამე გაგვაჩნდა, გავყიდეთ და 150 ათასი დოლარი უკვე დავხარჯეთ.  სულ 400 000 დოლარია საჭირო.

გვითხრეს, რომ კლინიკის მთავარ ექიმს ამ დაავადებასთან ბრძოლის საკუთერი მეთოდები აქვს, რაც საკმაოდ შედეგიანია და ამაზე მძიმე პაციენტებიც განუკურნავსო. შანსი გვაქვს, მცირე, მაგრამ მაინც.

საბა ხვდება თავის მდგომარეობას და ამას წინათ გვთხოვა: რამე თუ დამემართება, ჩემი ორგანოები ავადმყოფ ბავშვებს გადაეცითო… მერე ასწია თითი ზევით და თქვა: „ზევით ამიყვანეთ, დავიღალე“. მერე გვთხოვა, შემოგვეშვა ექიმები, ჩვენ კი გავსულიყავით ბოქსიდან.

გთხოვთ ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია დაეხმაროს საბას, რომ თავიდააღწიოს ამსაშინელ კოშმარს, შემოგვწიროს ნებისმიერი თანხა,რისი შესაძლებლობაც გააჩნია.
თანხა შეიძლება ჩაირიცხოს ბავშვის ბებიის, ანჟელიკა ზახაროვას ანგარიშზე,„საქართველოს ბანკში“.

GE21BG0000000103123945GEL
GE21BG0000000103123945USD
GE21BG0000000103123945EUR

პრაიმტაიმი