ნელი აგირბა ეშტონ ლაღიძისგან შვილს ელოდება

ნელი აგირბა ეშტონ ლაღიძისგან შვილს ელოდებატე­ლე­წამ­ყვა­ნი ნელი აგირ­ბა მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბა. „ბე­დო­ბას გი­ლო­ცავ საყ­ვა­რე­ლო“ – ამ ტექ­სტით ჟურ­ნა­ლისტს საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბე­დო­ბა მი­უ­ლო­ცა და ორ­სუ­ლი ნე­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამბების ცნობით, ჟურ­ნა­ლის­ტის ახა­ლი რჩე­უ­ლი „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ხმის ოპე­რა­ტო­რი ეშ­ტონ ლა­ღი­ძეა. ეშ­ტო­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე ჯგუფ „გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის“ ერთ-ერთი წევ­რი გახ­ლდათ და სე­რი­ალ­შიც თა­მა­შობ­და. ეშ­ტონ ლა­ღი­ძე პა­რა­ლე­ლუ­რად სე­რი­ალ „ჩცდ“-ს ხმის ოპე­რა­ტო­რია.

წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს გა­ა­სა­ჯა­რო­ვა და მე­გობ­რე­ბის­გან მი­ლოც­ვე­ბიც მი­ი­ღო.

ნელი აგირ­ბას პირ­ვე­ლი ქმა­რი, სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟის, შავ­ლე­გო მად­ლი­ა­ნის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ილო ბე­როშ­ვი­ლი იყო, წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი, სე­სი­ლია და ევა ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ნელი ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ორი წლის წინ, ან­ტა­ლი­ა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ირაკ­ლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქორ­წი­ნა ნე­ლის პირ­ველ­მა ქმარ­მა ილო ბე­როშ­ვილ­მაც. მისი რჩე­უ­ლი ასე­ვე „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მსა­ხი­ო­ბი ანი ბე­ბი­აა.

ამბები