,,მოგებული მილიონის პატრონი არ ჩანს” – საქართველოს ღარიბი უბნიდან მილიონერს ეძებენ

,,მოგებული მილიონის პატრონი არ ჩანს" - საქართველოს ღარიბი უბნიდან მილიონერს ეძებენ,,ეროვნული ლატარია” განცხადებას  ავრცელებს, რომ ჯეკპოტი გათამაშდა და მილიონერს ეძებენ.
,,სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება ჯერ, ვთქვა კონკრეტული ლოკაცია, სადაც გაიყიდა მოგებული ჯეკპოტის ბილეთი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად დუხჭირ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის რაიონი, სადაც პრინციპში, შეიძლება ითქვას, დიდწილად ბარაკებია. აქ, ორი ლარით ნაყიდი ბილეთით, ადამიანმა მოიგო ჯეკპოტი 1 მილიონ 182 454 ლარი და როგორც ჩანს, ამის შესახებ არ იცის, ამ დრომდე არ ჩანს. ვეცადე, ყველასთვის გამეგზავნა ნიუსი, გთხოვთ, იქნებ გადააზიაროთ ეს ამბავი, რომ გამოჩნდეს, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ვადები”, – ასეთია ეს ამბავი, რომელსაც ,,ეროვნული ლატარიის” პიარი ვრცელებს.