მაყვალა ტუღუში: ,,ჩემს ხელში 40 000 ბავშვი დაიბადა”

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების თანამშრომელი მაყვალა ტუღუში 70 წლის არის და 51 წელია სამშობიარო სახლში მუშაობს. მის ხელში 40 000 ბავშვი დაიბადა.

მაყვალა ტუღუში:

-40 000 ბავშვი დაიბადა ჩემს ხელში, ეს პატარა რიცხვი ხომ არ არის?! იყო დრო, როდესაც წელიწადში 1500-1800 ბავშვი იბადებოდა ოზურგეთში, ეს რიცხვი ახლა შემცირებულია. მინდა, რომ მრავალშვილიანობა იყოს ჩემს სამშობლოში და მრავლდებოდეს ერი. ყველას გილოცავთ 2020 წელს. წარმატებულ წლებს გისურვებთ.

გურია ნიუსი