,,ქალზე, რომელმაც ეკლესიაში დაჭრა ადამიანი, ზვიად გამსახურდია წერილში წერს” – მამა ანდრია

,,ქალზე, რომელმაც ეკლესიაში დაჭრა ადამიანი, ზვიად გამსახურდია წერილში წერს" - მამა ანდრია4 წერილი, რომლებიც ქართულ ეკლესიაში 80-იან წლებში არსებულ მდგომარეობას ასახავს, დღეს მამა ანდრია სარიამ გაასაჯაროვა.

მამა ანდრია სარია იმ წერილის შინაარსზე საუბრობს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ პატრიარქს მისწერა.

...

გამსახურდია წერილში ახსენებს ქალს, რომელსაც  საპატრიარქოში დიდი გავლენა ჰქონდა და ილია მეორის სახელით მოქმედებდა. ზვიად გამსახურდიას წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამ ქალმა დაჭრა ადამიანი და გამსახურდია სწორედ ამ ფაქტზე ითხოვს რეაგირებას.

-აქ არის ოთხი წერილი, აქედან ორი წერილია ზვიად გამსახურდიასი, რომელიც პატრიარქს სწერს ერთ-ერთ მძიმე საკითხზე, ქალზე, რომელიც პატრიარქთან დაახლოებული პირი იყო და ტაძარში დაჭრა ერთი ადამიანი. სასულიერო სემინარიაში მიდიოდა სტუდენტების გახრწნა იერარქიების მხრიდან, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

მამა ანდრია სარია არქივს მეუფე პეტრეს დავალებით სწავლობს.

რუსთავი 2