,,მიშველეთო, ამას იმეორებს მხოლოდ” – 24 წლის ლიკას დახმარება სჭირდება

,,მიშველეთო, ამას იმეორებს მხოლოდ" - 24 წლის ლიკას დახმარება სჭირდება,,დედების ფონდი” კიდევ ერთი ადამიანის გადასარჩენად იბრძვის და სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს 24 წლის ლიკას დასახმარებლად:

,,განა ცოტაა ამ ვეყნად გამწარებული დედა?! განა რამდენი უბედურება უნდა დაიტიოს ჩვენმა ქვეყანამ?!
,,მხოლოდ 24 წლისაა ჩემი შვილი, ლაპარაკი აღარ შეუძლია და ტუჩის მოძრაობით შველას გვთხოვს”.

ინფექციურის კიბეები სწრაფად ავირბინეთ, თითქოს ჩვენი მისვლით რაღაც დიდი საქმე კეთდებოდა…

რეანიმაციის საწოლზე თეთრი, ფარფატა სხეული უმოძრაოდ ეფინა, ოცმა დღემ რომ გადაწყვიტა ამ ხალისიანი გოგოს ბედი…

ყველაფერი მუცლის ტკივილით დაიწყო, 10 დღე ლეჩკომბინატის საავადმყოფოში გასტრიტის დიაგნოზით მკურნალობდნენ, ლიკა გაუსაძლის ტკივილებს უძლებდა, მაგრამ გამოწერეს, კარგად ხარო, შთააგონეს…

გამოწერიდან მეორე დღეს ლიკა დამძიმდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც დიაგნოზი მწვავე პოლინეიროპათია დაისვა… გადაამისამართეს ინფექციურში, მძიმეაო და რეანიმაცია სჭირდებაო…

20 დღე ლიკას სიცოცხლისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამს, მხოლოდ სიცოცხლით სავსე თვალები შერჩა… დაავადებამ წაართვა ხელ-ფეხი, მეტყველების უნარი.

ლიკა მხოლოდ ტუჩის მოძრაობით აგებინებს დედას და თავის დას სიტყვებს… შევხედე თუ არა ტუჩები გაამოძრავა _
,,რაო რას ამბობს?” – ვკითხე ლიკას დას, რომელიც ცდილობდა, ლიკასთვის გაეღიმა და სიცოცხლის სტიმული მიეცა…
,,მიშველეთო, ამას იმეორებს მხოლოდ”, – მიპასუხა ლიკას დამ და მაშინ დავფიქრდი, რომ მეც მასავით ლიკა მქვია და მეც მისი ტოლი ვარ. ჩემი თანატოლი გოგო ჩემში ხედავს იმედს და აბა, მე განა არ შემიძლია, ამ გოგოსთვის ვიბრძოლო?!

ლიკას სიცოცხლეს ყოველი წუთი წყვეტს. ახლა, ვიდრე მე ამ წერილს ვწერ, პარალელურად ლიკას ბედი წყდება…

და როცა მე ვიდეო-ჩართვაში ამ გოგოს ამბავი თავენამდე მომქონდა, რეანიმაციის კარი გაიღო და სიტყვაც გაწყდა:

,,დატოვეთ რეანიმაცია, თქვენ ვინ მოგცათ ამის გადაღების უფლება?! ”

ვიდეო-ჩართვა გავთიშეთ და დავიტოვეთ იმედი, რომ ლიკას გაცნობა თქვენთვის მაინც მოვასწარი…

დედების ფონდის თქვენი ლიკუნა წიქარიშვილი
ვიბრძვით ჩემი სეხნია #ლიკასთვის

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD ).

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი 0901700483