ლელა წურწუმია: ,,ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს”

ლელა წურწუმია: ,,ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს"მომღერალ ლელა წურწუმიას და რეჟისორ ზაზა ურუშაძის მეგობრობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო. პირველად იყო მომღერლის როლი სერიალ ,,ცხელ ძაღლში”, შემდეგ მთავარი როლი ფილმში ,,დარჩი ჩემთან”. გარდაცვლილ რეჟისორზე მომღერალი ,,პრაიმტაიმთან” ყვება.

„ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. როგორც კი სახლში მიასვენეს, მაშინვე მივედი… ჩვენი პროფესია და ცხოვრება ასეთია, ხანდახან ისე მეშლება ნერვები!.. სულ რომ არ გემღერება, მაგრამ რომ არ უნდა შეიმჩნიო! ძალიან რთულია. ჩემს გულში რა ხდებოდა, კიდე ცალკე თემაა… საერთოდ რომ აღარ ვითამაშო ფილმში, ის მაინც დამრჩება, რომ ზაზა ურუშაძის ფილმში ,,დარჩი ჩემთან” ვითამაშე“…

იცით, რა მომწონდა ზაზასი? ბავშვური სისუფთავე ჰქონდა. ასეთი სუფთა გამომეტყველება ჰქონდა, დამოკიდებულება, შეხვედრა. კაი ტო… – გეტყოდა”, – ყვება ლელა წურწუმია.

პრაიმტაიმი