ინგა გრიგოლია: ,,ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი მაშინ, როცა ,,იმედს” და ,,რ 2” -ს მილიონობით ვალი აქვთ”

ინგა გრიგოლია: ,,ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი მაშინ, როცა ,,იმედს" და ,,რ 2'' -ს მილიონობით ვალი აქვთ"TV პირველის დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიას ვალის დასაფარად ერთი თვის ნაცვლად ერთდღიანი ვადა მისცა. მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ერთიანი შტურმი მიიტანოს თავისუფალ მედიაზე.

,,ფინანსთა მინისტრი ჩაერთო პოლიტიკურ ომში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი მაშინ, როცა ,,იმედს” და ,,რუსთავი 2″-ს მილიონობით ვალი აქვთ, ვითომ მილიონი მილიონი არ იყოს”,  – ამბობს ინგა გრიგოლია.

23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ბიუჯეტის დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე ვალების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა. თუმცა TV პირველმა მანამდე დავალიანების დაფარვისათვის ერთთვიანი ვადა ითხოვა.