ათენში ქართველი ემიგრანტი, 82 წლის ემა ხუგაშვილი გარდაიცვალა

ათენში ქართველი ემიგრანტი, 82 წლის ემა ხუგაშვილი გარდაიცვალა21 დეკემბერს ათენში ქართველი ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, ქალბატონი ემა ხუგაშვილი 82 წლის ასაკში იპოკრატიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში 22 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

,,ერთი ავადმყოფი შვილი ჰყოლია რუსეთში და მას უგზავნიდა ფულს”,  ,,82 წლის ქალები საქართველოში ქუჩაში დგანან და რაღაცებს ყიდიან, იმის ნაცვლად, რომ თბილ ოთახებში ისხდნენ, მძიმედ შრომობენ. აი ამ ქვეყნის პარლამენტს მართლა უნდა დაეცეს მეტეორი”, ,,ღმერთო, რა დღეში ვართ, 82 წლისას კიდე აქ ვიყოთ და ვმუშაობდეთ. ღმერმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – წერენ სოციალურ ქსელში.

გეორგიანს.გრ