ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – ,,ბედისწერას ვერსად წაუხვალ, უნდა გაუძლო”

ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - ,,ბედისწერას ვერსად წაუხვალ, უნდა გაუძლო"მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა გია ჯაჯანიძის გადაცემა ,,სხვა რაკურსში” საკუთარი დიაგნოზის, სიმსივნის შესახებ ისაუბრა.
-როცა გეუბნებიან, სიმსივნეაო, როგორ შეიძლება გაგიხარდეს?! მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ ვაიმე, დავიქეცი. მე ახლა გადასხმაზე დავდივარ ყოველთვე და იქ არიან ახალგაზრდა გოგონები, 20-25 წლის, გული გაგისკდება. 81 წლის ქალს ან ეს დაგემართება, ან ის… რამდენიმემ თქვა, ისეთი განცდა მქონდა, რომ თავის მოკვლა მინდოდაო. ყველა ღმერთმა დალოცოს, მაგრამ ცხოვრება რთულია, როდის სად დაგარტყამს, არ იცი, ამიტომ ძლიერი უნდა იყო. ბედისწერას ვერსაც წაუხვალ. დარტყმაა? უნდა გაუძლო, – მოუყვა მაყურებელს ლალი ბადურაშვილმა – იხილეთ ინტერვიუ ლალი ბადურაშვილთან, სადაც თავის ტრაგედიაზე, შვილის, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებაზე საუბრობს.

ლალი ბადურაშვილი: ”ერეკლე სასწრაფოს რომ საავადმყოფოში გადაეყვანა, ახლა ცოცხალი იქნებოდა”