გიორგი თარგამაძის მესამე დაბრუნება – ის ტოქ შოუს წაიყვანს – ვიდეო

გიორგი თარგამაძის მესამე დაბრუნება - ის ტოქ შოუს წაიყვანს - ვიდეოგიორგი თარგამაძე ჟურნალისტიკაში ბრუნდება. ის პოლიტიკურ ტოქ შოუს ტელეკომპანია ..ფორმულაში” წაიყვანს.

გიორგი თარგამაძისთვის ეს პურველი დაბრუნება არ არის. ის ასლან აბაშიძის პარტიის ,,აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2003 წელს მან პარტია დატოვა, შემდეგ პარლამენტიც და მალევე ბადრი პატარაკაციშვლის ტელეკომპანია ,,იმედში” დაიწყო მუშაობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორად და გადაცემა „დროების“ წამყვანად.

,,გადავწყვიტე, ისეთი პასუხისმგებლობა ავიღო ხალხის წინაშე, რომლის ზიდვას და შესრულებას შევძლებ… მე მივდივარ პარლამენტიდან და პარტიიდან და არა პოლიტიკიდან, რადგან ჟურნალისტიკა და პოლიტიკა დღეს ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან”,  – ამბობდა თარგამაძე 2003 წელს ,,მთავარი გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

,,აღორძინებამდე” ის ,,იბერვიზიაში” მუშაობდა, იყო აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე, შემდეგ  ასლან აბაშიძის პრესმდივანი.

2008-2014 წლებში იყო მის მიერვე დაფუძნებული პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე – ვიდეო

თარგამაძის ფორმულა

გიორგი თარგამაძის ფორმულა – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 23:00 საათზე ❗📺 12-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ტელესტუდიაში – კამერების, სუფლიორის და განათების პირისპირ

Gepostet von Formula • ფორმულა am Sonntag, 17. November 2019

დატოვეთ თქვენი კომენტარი