დიმუ: ,,თინა მახარაძესთან ყოფილმა ცოლმა დამაშორა”

დიმუ: ,,თინა მახარაძესთან ყოფილმა ცოლმა დამაშორა”28 წლის დიმუ მენაბდე კულინაური შოუს ,,მასტერშეფის” ათეულის წევრია. ის ყვითელი პრესისთვის საინტერესო რამდენიმე წლის წინ იმის გამო გახდა, რომ სკანდალური მსახიობის, თინა მახარაძის შეყვარებული იყო. თინა აპირებდა საყვარელი მამაკაცი ამერიკაში წაეყვანა, მაგრამ ვერ შეძლო.

დიმო მენაბდე:

-თინა ამერიკაშია, მე – აქ.  ერთი წელია, ერთად აღარ ვართ.  ამის პირველი მიზეზი იყო ჩემი ყოფილი ცოლი, რომელმაც
იდიოტობები გააკეთა და აქედან დაიწყო ყველაფერი. დავრჩი მარტო, არ ველაპარაკები ჩემს ყოფილ ცოლს. ყველას უნდა ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და კორექტირების შეტანა.

ისე გამოვიდა, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა მოიტყუა, ილაპარაკა ის, რაც არ ყოფილა და ამას მოჰყვა კონფლიქტები. ჩემი ყოფილი ცოლი სამი წელი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ჩემი ძმაკაცის ცოლია და გამარჯობასაც არ ვეუბნები.
– გაგიჭირდათ თინასთან დაშორება?
– მტკივნეული იყო. ძალიან კარგად ვიყავით, ახლა არანაირი შეხება არ გვაქვს და შერიგების პერსპექტივაც არ არსებობს. პირველად ვარ მარტო… ბევრი ნერვოზისა და სტრესის შემდეგ გადავერთე საქმეებზე და ვბლოკავ ყველანაირ ემოციას.

რეიტინგი

თინა მახარაძე გენიტალიებზე საქართველოს დროშით – სკანდალური ფოტო, რომელმაც ხალხი აღაშფოთა