,,დღეს დილით საშინელი კაკუნი გავიგეთ” – გოგონას, რომელსაც მასწავლებელი კიბიდან დაგორებაში სდებდა ბრალს, მშობელი ადევნების გამო უჩივის

,,დღეს დილით საშინელი კაკუნი გავიგეთ" - გოგონას, რომელსაც მასწავლებელი კიბიდან დაგორებაში სდებდა ბრალს, მშობელი ადევნების გამო უჩივისრუსთავის მე-5 საჯარო სკოლის, მე-6 კლასელ მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებელი კიბეებიდან დაგორებაში ადანაშაულებდა, ახლა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ნინო მაჭარაშვილი ადევნებასა და თვალთვალში სდებს ბრალს.

-დღეს დილით საშინელი კაკუნი გავიგეთ, კინაღამ ჩამოიღეს კარი. მარის მეგობრები, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, შეშინებულები ამოვიდნენ – დედა-შვილი ქვემოთ გელოდებიანო. რომ ვეკითხები, აქ რა გინდა-მეთქი, მპასუხობს, ნათესავს ველოდებიო. ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად, ვიდეო მასალა, დასქრინული მაქვს მესიჯები, ბავშვი გუშინ თუ როგორ ინტერესდებოდა გუშინ ჩემი ზუსტი მისამართით, – აცხადებს ნინო მაჭარაშვილი.

მან პოლიციას უკვე მიმართა და შემაკავებელი ორდერის შედგენა მოითხოვა, რადგან მისი და მისი შვილის უფლებები ირღვევა.

ინფორუსთავი

დატოვეთ თქვენი კომენტარი